ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ძველი შემადგენლობით წარსდგება ქვეყანაში ლარის გაუფასურება გაგრძელდება და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება.
"უკანასკნელ თვეებში ლარის კურსი ვერ დაასტაბილურეს და ეს პროცესი ღარიბაშვილისა და ხადურის პირობებში გრძელდება დღესაც, როდესაც დღეს კიდევ ერთხელ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. ეს არ დასრულდება მანამ, სანამ ოლიგარქის მმართველობა არ დასრულდება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მათ წინაშე პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ჰყავდეს და არა ივანიშვილის წინაშე ვალდებული მთავრობის წევრები. მოგმართავთ ივანიშვილ-ღარიბაშვილს კრიზისს ნუ გააღრმავებთ, სპორტის და გარემოს დაცვის მინისტრები აქ არაფერ შუაშია. ეს ვითარება ივანიშვილის ბრალია. იმ შემთხვევაში თუ ხადური-ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ამას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ეს ადამიანები იქნებიან პასუხისმგებლები მოქალაქეთა შემდეგ გაღარიბებაზე. მოგიწოდებთ სრულიად ახალი მინისტრთა კაბინეტი წარმოადგინოთ პარლამენტში, რომელიც დამტკიცების დღიდან დაიწყებს ანტიკრიზისული გეგმით მოქმედებას და ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს,"- აცხადებს დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






