ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკაში არსებული პრობლემების მიუხედავად მიიჩნევს რომ რეგიონებშიც საუკეთესოები ვართ და ევროპაშიც. მისი განმარტებით, სასურველია უკეთესი ტემპით სიარული და აღმავალი ეკონომიკისთვის პირობების შექმნა.
"დღესაც ლიდერები ვართ თქვენდა გასაოცრად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები, რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება - ევროპაშიც. მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო და ეკონომიკა იქნებოდა აღმავალი, მხედველობაში მქონდა და მაქვს ერთი რამ - ჩვენ შევქმნიდით ამისთვის პირობებს" - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა თავისი სიტყვებიც დაადასტურა, ეკონომიკური ზრდის ჯიბეზე გრძნობის შესახებ, რომლებსაც უარყოფდა და კრიტიკულად აფასებდა ჟურნალისტებს, რომ ეს მის ლექსიკაში არ არის, მას არ უთქვამს და შესაბამისად გამოგონილი იყო.
„მე ოდესღაც უარი ვთქვი ამაზე, ეს არ იყო ჩემს ლექსიკაში, თუმცა ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ოდესღაც რამე თქვა. კარგია, რომ აჩვენეთ და დამარწმუნეთ, რომ ეს მე ვთქვი" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






