აზერბაიჯანულმა მედიამ vesti.az-მა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
ბაქოში თავს უსაფრთხოდ გრძნობთ? თქვენ ხომ ინტერპოლით გეძებენ...
- მე სამშობლოში ვარ. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ მაგრამ ცოტა ადგილზე მინახავს განვითარებისკენ ასეთი სწრაფვა, მომავლის შენების მსგავსი სურვილი. მე ზოგჯერ მიწევს ზოგიერთი აზერბაიჯანელის კაპრიზების მოსმენაც. მაგრამ უნდა გაიგოთ, რომ ამ მშენებლობებში ფულის ხარჯვა საჭიროა. ადამიანი თან ვერაფერს ვერ წაიღებს. ეს ყველაფერი დარჩება და რაც დარჩება- ეს ჩვენი მომავალია.
მე მინდა, რომ აზერბაიჯანელები თავისი ქვეყნის მეგობრად მთვლიდნენ. იმიტომ რომ მე ვაღმერთებ აზერბაიჯანს. თაყვანს ვცემ თქვენს ხალხს. თეთრი შურით მშურს თქვენი. აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია.
მაგრამ საქართველოს აზერბაიჯანელების ნამდვილად არ შეგშურდებათ...
დიახ, გეთანხმებით. საქართველოში აზერბაიჯანელების პრობლემები ძლიერმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ აზერბაიჯანელებმა საქართველოში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნონ თავი.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლოს ვართ იმ დროსთან, რომ საქართველოში იქნებიან აზერბაიჯანელი მინისტრები, და შესაძლოა აზერბაიჯანელი სახელმწიფოს მეთაური ან პრემიერ მინისტრი.
თუ სახელმწიფო მოქალაქეებისგან ლოიალობას ითხოვს, მაშინ თავადაც უნდა მისცეს მათ არა მარტო უფლებები, არამედ განვითარების საშუალებაც.
მაგრამ აზერბაიჯანელებს პრობლემები თქვენი პრეზიდენტობის დროსაც ჰქონდათ...
დიახ, მაგრამ როდესაც ჩვენთან ხელისუფლება იცვლებოდა, აზერბაიჯანელების უმრავლესობა ოპოზიციას უჭერდა მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილენი იყვნენ.
რატომ არ მეკითხებით, რატომ დაუჭირეს მათ მხარი ოპოზიციას? იმიტომ, რომ როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდოდა მათზე ეზრუნა.
საქართველოში, ჯავახეთის რეგიონში სეპარატიზმის საფრთხე არსებობს, ამ სიტუაციას თუ ადევნებთ თვალყურს?
რა თქმა უნდა. იქ არსებობს რამდენიმე სეპარატისტული დაჯგუფება, რომლებიც სამწუხაროდ ციხეებიდან გამოუშვეს, სადაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ. მათზე იარაღის მიწოდება აქტიურად ხდება. ისინი საფრთხეს უქმნიან სტაბილურობას საქართველოში დღეს და შეუქმნიამ მომავალშიც.
მასალის გამოყენების პირობები






