მოჭიდავე რამაზ ნოზაძე ხატია სიჭინავას გაცნობისთვის ღმერთს მადლობას უხდის. ნოზაძე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"სანამ ოჯახს შევქმნიდი, ჩემი თავი მეგონა პირველი. ვიყავი ამაყი მსოფლიო ჩემპიონობით, ყოველთვის მყავდა კარგი მანქანები და არსდროს არაფერს არ ვაკლდი, მაგრამ გაბი რომ გაჩნდა, პირველივე თვალში ჩახედვით მივდვხდი, რომ არანაირი მსოფლიო ჩემპიონობა, არანაირი მანქანა, არანაირი სიმდიდრე არ შეედრება ამ გრძნობას! შვილის დაბადებამ დამანახა ნამდვილი ცხოვრება და გამიჩინა ცხოვრები აზრი. დღეს უკვე სამი ანგელოზი მყავს. ჩემი პრინცესა გაბი, ჩემი თხა ცოლი და ჩემი პუნთუშა ევა. უკვე ზუსტად ვიცი რისთვის გვაჩენს ღმერთი! დიდი მადლობა უფალს, რომ შემახვედრა ჩემი ცხოვრების გზაზე ჩემს ხატიას და მაგრძნობინა რა არის ნამდვილი სიყვარული და მამობა. ჩემი ოჯახი, ჩემი გალაქტიკა!“, - წერს ნოზაძე.
მასალის გამოყენების პირობები






