მთავრობასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ არსებობს - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 12:15, 30 Apr, 2015     947


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავრობის უფლებამოსილებასთან დაკავშრებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით საქართველოს ჰყავს ისეთივე ლეგიტიმური მთავრობა როგორც გასული ორი დღის, თვის და ერთი წლის წინ.

„მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა. ყველა სხვა შემთხვევაში, მოქმედი მთავრობა აგრძელებს თავის ფუნქციონირებას სრულფასოვნად, სრული უფლებამოსილებით, სრული ნდობით და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ მთავრობის წევრთა 1/3-ით განახლების შემდეგ, მთავრობას სჭირდება ხელახლა ნდობის დადასტურება პარლამენტში, ეს ნიშნავს არა იმას, რომ მთავრობაში 1/3 თუ შეიცვალა, მას ნდობა აღარ აქვს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტიდან ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებში, უნდა მოხდეს მთავრობის მობრძანება პარლამენტში, მისი პროგრამის მოსმენა იმ სიახლეების მოსმენა, რაც შესაძლებელია გამოიწვია ამ ცვლილებებმა, ან შესაძლოა არ გამოუწვევია და კენჭისყრა ჩატარდება. ასე რომ, ჩვენ არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ პოლიტიკურადაც მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რაიმე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, თუკი მთავრობა მოვიდა და პარლამენტმა მას ნდობა არ გამოუცხადა. ამის შემდეგაც, მთავრობა იურიდიულად სრულიად უფლებამოსილი რჩება, მაგრამ ბუნებრივია, რჩება პოლიტიკური ლეგიტიმაციის სიმცირე და ასეთ შემთხვევაში, უკვე იმავე მთავრობის ხელახლა დამტკიცების ან ახალი მთავრობის პროცედურები იწყება. მანამდე, მთავრობასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება სამართლებრივ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაში არ არსებობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების ვადებზეც ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა კონსტიტუციაში საკმაოდ ნათლად არის გაწერილი ამ ვადის განსაზღვრება და ეს არის მაქსიმუმ 2 კვირა.

რაც შეეხება კონკრეტულად ვადებს, პროგრამის წარმოდგენას და ა.შ. ეს ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონებში. ვაკანტური თანამდებობის შესავსებად პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს, მას შეუძლია სრულად გამოიყენოს ეს ვადა, ან უფრო მალე მიიღოს გადაწყვეტილება.

„რაც შეეხება კონკრეტულად ვადებს, პროგრამის წარმოდგენას და ა.შ. ეს ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონებში. ვაკანტური თანამდებობის შესავსებად პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს, მას შეუძლია სრულად გამოიყენოს ეს ვადა, ან უფრო მალე მიიღოს გადაწყვეტილება. როდესაც ვაკანტური თანამდებობები შეივსება, ამის შემდეგ პრეზიდენტი აგზავნის მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში და პარლამენტმა შვიდი დღის ვადაში, უნდა განიხილოს მთავრობის შემადგენლობა, მისი პროგრამა და პლენარულ სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება.
პროცესი გახსნილია. პარლამენტი მზად იქნება, რომ ამ თემებზე გადაწყვეტილებები რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს. მათ შორის, ოპოზიციას აქვს უფლება, მოუსმინოს მთავრობას და მოისმინოს მისი პროგრამა.
ეს ყველაფერი ჩატარდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის. შარშან ზაფხულში, ზუსტად ასეთი პროცესი გავიარეთ, ამიტომ სამართლებრივი თუ პოლიტიკური სპეკულაციები ეს არის სრულიად უსაგნო.
ეს არის ჩველებრივი, ევროპული პრაქტიკა, როდესაც მთავრობა ხელახალი ნდობის მისაღებად მიდის პარლამენტში არა იმიტომ, რომ მან ნდობა დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ გადამოწმდეს იმ ცვლილებების შემდეგ პარლამენტს ხომ არ გაუჩნდა სხვა აზრი, თორემ მთავრობა აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას“ - განაცხადა უსუფაშვილმა.



რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42