გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქართულ შეიარაღებულ ძალებს 24 წლის იუბილე მიულოცა. კაპანაძემ განაცხადა, რომ საქართველო ბევრი სირთულის მიუხედავად გამარჯვებას მიაღწევს და დასახულ მიზანს შეასრულებს.
"ჩვენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დასახული მიზნის მისაღწევად. ვერც მე და ვერც ჩვენი თავდაცვის ხელმძღვანელობა დალხენილ ცხოვრებას ვერ დაგპირდებით უახლოეს მომავალში, იქნება ბევრი ოფლი და გაჭირვება, მაგრამ თუ ერთად ვიდგებით იქნება გამარჯვება, რადგან ვაკეთებთ მართალ საქმეს. ნათქვამია – კაცი ფასდება არა იმით თუ როგორ ეცემა, არამედ იმით თუ როგორ დგება და აგრძელებს გზას.
ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ გზას დასახული მიზნისკენ და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეული სამხედროს ოჯახს. ჩვენ ვდგავართ მტკიცედ და ვაგრძელებთ გზას დასახული მიზნისკენ, ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას, ჩვენ არ ვმუშაობთ. ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს სადარაჯოზე", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილი ქართული შეიარაღებული ძალების დღეა. დღეს პირად შემადგენლობას სიტყვით თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემაც მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






