თავდაცვის მინსიტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ჯარისკაცებს მიულოცა. ჯანელიძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ჯრისკაცისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გატარებული ყოველი წუთი სამშობლოსთვის უნდა იყოს მიძღვნილი.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 24 წელი გავიდა. ეს იყო მძიმე 24 წელი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბევრი მძიმე დღის გადატანა მოუწია, მაგრამ ყველა განსაცდელი ღირსეულად გადალახა და დღესაც აგრძელებს ქვეყნის სადარაჯოზე დგომას. მინდა აღვნიშნო თითოეული თქვენგანის წვლილი, თქვენ დგახართ სამშობლოს სადარაჯოზე. ეს არის დიდი პატივი და დიდი მოვალეობა. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შექმნილი ტრადიცია ქვეყნისადმი დამოკიდებულების მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოსთვის თავდადებული გმირების მაგალითზე თქვენ აგრძელებთ სამსახურს. თქვენს მაგალითზე კი სამსახურს გააგრძელებენ მომავალი თაობები. თქვენი ვალია, რომ შეიარაღებულ ძალებში გატარებული თითოეული წუთი და დღე, იყოს მიძღვნილი ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი სამშობლოსადმი. ჩვენ უნდა დავუთმოთ ყოვლი წუთი ჩვენი ქვეყნის განვითარებას“,-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ სამხედროები დააჯილდოვეს. შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს საქართველო შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები






