პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენას ელოდება. ამისთვის გიორგი მარგველაშვილს ერთ კვირიანი ვადა აქვს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა მას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წაუდგინოს.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ახალ სამთავრობო გუნდს პრეზიდენტს დღეს ან ხვალ გადაუგზავნის.
ცნობილია, რომ უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარს უჭერს, ხოლო უმცირესობა ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, გუშინ თანამდებობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც მეშვიდე გადადგარი მინისტრია. მინისტრთა კაბინეტში სულ 20 წევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. რაც შეეხება პროცედურებს, პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ, ხოლო მინისტრობის კანდიდატურები პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ. პარალამენტმა ახალ შემადგენლობას წარდგენიდან შვიდ დღეში უნდა უყაროს კენჭი.
მასალის გამოყენების პირობები






