,,მთავარი კითხვა რომელიც დღეს ჰაერშია გამოკიდული არის ის, მიდის თუ არა ქვეყანა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებისკენ. ამ კითხვაზე ჯერ პასუხი გაუცემელია. არჩევნებისთვის არავინაა მზად - არც ხელისუფლება და მასზე უფრო მეტად, მზად არაა ოპოზიცია. ბევრი რამე არის მიბმული ლარის კურსზე, იმიტომ რომ თუ ლარის შეკავება ვერ შეძლეს ხელისუფლება იძულებული გახდება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს, რადგან ლართან ერთად დაეცემა მათი რეიტინგიც. თუ ყველაფერი მიდის ვადამდელი არჩევნებისკენ მთავრობის დამტკიცებას პრობლემა არ ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ იქნება პრემიერი“ - აცხადებს ლაგაზიძე და უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის მხრიდან ღარიბაშვილის კრიტიკას სიმპტომატურს უწოდებს.
,,კოალიციის მოქმედი წევრი თინა ხიდაშელი ღიად აკრიტიკებს ღარიბაშვილს და აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო ზომიერი, გაწონაწორებული და გამოცდილი ხელმძღვანელი. ხიდაშელის ეს განცხადება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საშუალებას იძლევა, მმართველ ელიტაში არსებულ განწყობებზე ვიმსჯელოთ. ზოგადად თუ არ მივდივართ საპარლამეტო არჩევნებისკენ, მაშინ პრემიერის შეცვლა ადრეა, რადგან წელწადნახევარი პრემიერის იმიჯის გასაფუჭებლად დიდი დროა. მთავრობის ხელმძღვანელებს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლიან ხოლმე“ - აცადებს ექსპერტი.
ლაგაზიძე ამბობს, რომ კრიზისულ ვითარებაში ცვლილებები ხელისუფლებაში ყველასთვის ხელსაყრელია.
,,ზოგადად ამ მოვლენებში ერთი პიროვნების ფაქტორზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან თუ კრიზისი დაიწყო ეს კრიზისი იქნება მთელი მმართველი ელიტისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს მმართველი ელიტის საერთო გადაწყვეტილებაა და თვითგადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯია. ეს ცვლილებები ყველას აწყობს ვინც დღეს ხელისუფლებაშია - ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველებს“ - ამბობს ლაგაზიძე.
ექსპერტისთვის გაუგებარია, არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, როგორ უნდა აუხსნას ხელისუფლებამ ხალხს ის ფაქტი, რომ ეკონომიკური გუნდი არ იცვლება და პოსტებს არაეკონომიკური პროფილის მინისტრები ტოვებენ. ლაგაზიძე ამბობს, რომ თუკი მთავრობა არ მიდის ვადამდელი არჩევნებისკენ, მაშინ ამ ნაბიჯით, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტუმურიბა, საზოგადოების თვალში ეჭქვეშ დადგება.
,,ის ფაქტი, რომ აპირებენ მინისტრთა კაბინეტის იგივე შემადგენლობის წარდგენას ძალიან უცნაური და გამაოგნებელია. ამ ლოგიკით ჩანს რომ პროცესი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდის. როგორ უნდა აუხსნან ხალხს, რომ როცა ქვეყანაში ასეთი სავალუტო კრიზისია, იგივე ეკონომიკური გუნდი დაამტკიცონ? არც ლევან ყიფიანს და არც ელგუჯა ხოკრიშვილს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე არანაირი შეხება ლარის კურსთან და ეკონომიკურ-სოციალურ სტაბილურობასთან არ ქონიათ. თუ ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებისკენ არ მიდიან, მაშინ იგივე შემადგენლობის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ეს ფაქტი არა მარტო მთავრობის, არამედ პარლამენტის ლეგიტიმურობასაც ეჭვის ქვეშ დააყენებს საზოგადოების თვალში“ - აცხადებს ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები






