„გუშინ მომიწია "ვენდიში" დიდხანს ჯდომა და იქ მუშაობა. უნივერსიტეტთან ახლოს. ხოდა ერთ მაგიდაზე 2 წლის შვილს ახალგაზრდა და ლამაზი დედა ზუსტად 1 საათი ემუქრებოდა გამყინვარებული ხმით, როგორ დატოვებდა მას კაფეში, თუკი ეს პატარა მას არ დააცდიდა ყავის მშვიდად დალევას. შემდეგ მაფინის მშიდად მირთმევას, შემდეგ თვალების იქვე ჩახატვას. ბავშვისგან ითხოვდა, რომ ის არ განძრეულიყო საერთოდ. მეორე მაგიდასთან, ოდნავ მოზრდილ ბიჭს ასევე გაპრანჭული დედა ემუქრებოდა, რომ საპირფარეშოში ჩაკეტავდა. რატომ კონკრეტულად იქ, ეს ვერ გავიგე. ბავშვები დაძაბულად უცინოდნენ დედებს და თან მათ ყოველ განძრევაზე კიოდნენ.
მე მგონი, უმეტესობა ქალებისა შვილებს მხოლოდ იმიტომ აჩენს, რომ მერე ვინმე მამრს უთხრან - "შვილი გაგიჩინე!" და ამით დაიმორჩილონ, ან მათგან ზრუნვა გარანატირებული გახადონ. კიდევ იმიტომ აჩენენ, რომ მათთან ურთიერთობისას აღიდგინონ შელახული თავმოყვარეობა და კიდევ იმიტომ აჩენენ, რომ ყავდეთ ვინმე, უფრო სუსტი, ვისზეც იძალადებენ და საკუთარი თავის მნიშვნელოვნებას ასე იგრძნობენ.
რა ბედნირი ვიყავი როცა დღის ბოლოს დედაჩემი მოდიოდა სახლში. როგორი ამბავიც არ უნდა დაეხვედრებინათ მისთვის. ვიცოდი, რომ არასდროს , არასდროს დამემუქრებოდა. არასდროს დამტოვებდა, არასდროს წამიყვანდა გუდიანი კაცი. არასდროს დავდგებოდი კუთხეში, არასდროს დამარტყამდნენ, იმიტომ რომ მშობლები მიცავდნენ. მათ ვუყვარდი. ამიტომ მიყვარდნენ მეც. სხვა არაფრის გამო. სხვა არაფერი მესმოდა.სხვა რის გამო უნდა მყვარებოდნენ? ჩემთვის ეს იყო და არის სიყვარული - არ დასჯა. მიღება ისეთის როგორიც არის. მოსმენა. სისულელეებზე გაცინება. ალბათ რა მძიმეა პატარებისთვის, როცა დედაც კი არ ეიმედებათ გარემოში თავისიანად, გარემოში რომელიც მათთვის ერთი დიდი გაუგებრობაა და ყველაფერი აშინებთ, ყველაფერი უკვირთ.“- წერს სოფო კილასონია
მასალის გამოყენების პირობები






