კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 19:53, 29 Apr, 2015     1623

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები სახელმწიფოს ღრმა პოლიტიკურ კრიზსე მიუთითებს, რაც თავის მხრივ სამთავრობო და ფინანსური კრიზისს იწვევს. როგორც შაშკიინმა "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რადგან მთავრობამ დიდი ხანია რაც ხალხი დაივიწყეს და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებით მართავენ ქვეყანას.

"სახელმწიფოში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რომელმაც სამთავრობო და ფინანსური კრიზისი მოიტანა. ორივე გამოწვეულია პოლიტიკური კრიზისით და არა - პირიქით. ქვეყანას მართავს ხალხი, რომელსაც არ გააჩნია საერთო ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ამის გამო არის სამთავრობო კრიზისი და უნდა ითქვას, რომ ერთადერთი გზა პრობლემის მოგვარების ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. იმის ნაცვლად რომ მთავრობამ ხალხზე იფიქროს და გადაწყვიტოს პრობლემები, ამის ნაცვლად მთავრობა პოლიტკური შურისძიებით და ერთმანეთთან გარჩევებით არის დაკავებული. ეს ყველაფერი ქვეყანს უკვე დაუჯდა ძალიან ძვირი და თუ ქვეყანა ამ კრიზისიდან არ გამოვიდა უფრო მეტი დაუჯდება" - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, ვადამდელი არჩევნებისთვის არცერთი პოლიტიკური ძალა მზად არ არის, მაგრამ თუ პოლიტკური კრიზისი დროულად არ მოგვარდა ნებისმიერი ახალი მთავრობის დამტკიცება დროებითი იქნება.

"აქ არის ორი საკითხი. სუფთა სუბიექტური თვალსაზრისით არც ერთი პოლიტიკური ძალა ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არის. თუ პოლიტკური კრიზისი არ მოგვარდა ნებისმიერი ახალი მთავრობის დამტკიცება და დროებითი კურსის შენარჩუნება არაფერს მოუტანს ქვეყანას. ეს ყველაფერი დროებითი იქნება. პრობლემა ბევრად უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ამაზე საუბრობენ. სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ პოლიტიკური ელიტა, რომელიც მართავს ქვეყანას არ იცის სად მიდის, რა უნდა, არ ფიქრობს ხალხზე და არც აინტერესებს რა უნდა ხალხს".

შაშკინის განცხადებით მთავრობა ხალხი დაივიწყი და წინა პლანზე მხოლოდ შიდა დაპირისპერებაში გამარჯვების სურვილი დგას.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, ხასზ უსვამს ერთ რამეს, რომ ისინი ხალხზე არ ფიქრობენ. აქ საუბარია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს შიდა დაპირისპირებაში. თქვენ თუ ჩართავთ ტელევიზორს და ნახავთ უმრავლესობის დეპუტატების გამონათქვამებს, ნახავთ რომ სიტყვა ხალხი დაავიწყდათ უმრავლესობის წარმომადგენლებს - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42