საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა მინისტრები ამ კვირაში დაამტკიცოს.
ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი დღეს დაასახელებს მინისტრობის კანდიდატებს და პრეზიდენტს გადაუგზავნის, ხვალ ჩვენ საკომიტეტო განხილვას გავმართავთ. შაბათ-კვირას კი არსებობს შესაძლებლობა, სხდომა გაიმართოს და დავამტკიცოთ უკვე წარმოდგენილი კანდიდატები", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა თანამდებობა დღეს დატოვა. ის რიგით მეშვიდე მინისტრია ვინც გადადგა. ამიტომ კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტმა ნდობა ახალ სამთავრობო გუნდს უნდა გამოუცხადოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შეიცვლება მხოლოდ ორი მინისტრი. მისი თქმით, პარლამენტს სამთავრობო გუნდს და პროგრამას თავად წარუდგენს.
მასალის გამოყენების პირობები






