ივანიშვილი წარუმატებლობით შეშფოთებულია და ცვლილებებს ახორციელებს- შარაშენიძე
პოლიტიკა - 16:18, 29 Apr, 2015     2346
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით სამთავრობო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, რომელიც მთავრობის წარუმატებლობით შეშფოთებულია. როგორც თორნიკე შარაშენიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა, თუ ცვლილება ეკონომიკურ გუნდს არ შეეხო, გამყარდება მოსაზრება, რომ ეს ცვლილებები ღარიბაშვილის შეცვლის მიზნით განხორციელდა:

„მთავრობის კრიზისი რითია გამოწვეული ამის თქმა ძნელია, რადგან მთავრობის ხელმძღვანელი, ყოველ შემთხვევაში ფორმალური, ბოლო წუთამდე ამბობს, რომ ყველაფერი არის კარგად, თუ რამე პრობლემებია გარე ფაქტორის ბრალია და ყველა მუშაობს კარგად. მეორე მხრივ თუ საღ აზრს დავეყრდნობით, ჩანს რომ ბიძინა ივანიშვილი ამ წარუმატებლობით შეშფოთებულია და ცლილებებს ახორციელებს. ცვლილებები იმ ადამიანის მოთხოვნით ხდება ვინც ქვეყანას რეალურად მართავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. საინტერესოა თუ რატომ გადაწყვიტა მან ეს ამ ეტაპზე, ამაში ლარის კურსია თუ სხვა რამე დამნაშავე არ მესმის. იმასთან დაკავშირებით, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის ურთიერთობის გაფუჭება, ამაზე მხოლოდ შეიძლება ვიმარჩიელოთ.“- აცხადებს შარაშენიძე.

ექსპერტი ღარიბაშვილის სავარაუდო შემცვლელზეც საუბრობს და შესაძლო ვარიანტად ნოდარ ჯავახიშვილს განიხილავს:

„ივანიშვილს ღარიბაშვილისნაირი ერთგული კადრის პოვნა გაუჭირდება, ვის იპოვის მის შემცვლელად ამაზე საუბარი რთულია, თუმცა საუბარი არის ნოდარ ჯავახიშვილზეც და როგორც ჩანს ივანიშვილი მასაც ენდობა. თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შეცვალოს ღარიბაშვილი, მას ამას ვერავინ გადაათქმევინებს, ჩვენ ვიცით ამ კაცს რა ჯიუტი ხასიათი აქვს.“

თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, თუ ცვლილებები მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებს არ შეეხო, მაშინ მოსაზრება იმის შესახებ , რომ ეს მოვლენები ღარიბაშვილის შესაცვლელად განვითარდა, უფრო რეალური გახდება.

„წარუმატებლობა გვაქვს ლარში, სპორტის წარუმატებლობას მოსახლეობა თავის ჯიბეებზე ნაკლებად გრძნობს. თუ ეკონომიკური გუნდი არ შეიცვალა, მაშინ გამოდის რომ ამ ცვლილებების მიზანი მართლაც ღარიბაშვილის შეცვლაა“- აცხადებს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42