მთავრობა რომლის მიმართაც ნდობა არ არსებობს ქვეყანას ღრმა კრიზისში შეიყვანს - ალასანია
პოლიტიკა - 16:06, 29 Apr, 2015     1276

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მთავრობაში საბოლოოდ პრემიერ-მინისტრსაც შეეხება, თუმცა რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი, მით უფრო მძიმე ტვირთად დააწევება თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჯიბეს, ლარის კურსსა და ქვეყნის განვითარებას.

როგორც ალასანიამ მთავრობაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა, მოქმედი მთავრობა ჯერ კიდევ 4-5 თვის წინ უნდა შეცლილიყო და ტექნიკური მთავრობა დანიშნულიყო.

"ბოლო ოთხი თვის განმავლობაში აშკარად ჩანდა, რომ ფიქტიური პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას იცილებდა ყველაფერზე, მაგრამ დღეს კიდევ ნათლად გამოჩნდა, რომ თავად ივანიშვილსაც მხოლოდ და მხოლოდ იგივე პოზიცია აქვს, რაც აქამდე ჰქონდა _ თითქოს არაფერი კატასტროფული არ ხდება ქვეყანაში. ეს ყოველდღიურად აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე კრიზისი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში არსებობს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაღრმავდება. არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა ჰქონოდა. ჩემი გადმოსახედიდან ეს ცვლილება აბსოლუტურად არანაირად არ შეცვლის და პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას, ვინაიდან ისეთი მთავრობა, რომლის მიმართ არც საზოგადოებას, არც საკუთარ ბიუროკრატიას საჯარო სამსახურში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ნდობა არა აქვთ, რა თქმა უნდა, ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში გამოსავალი იყო ერთადერთი – შეცვლილიყო ეს მთავრობა, ჩამოყალიბებულიყო თავისი ბუნებით ტექნიკური მთავრობა, რომელიც სასწრაფოდ შექმნიდა ანტიკრიზისულ გეგმას და ქვეყანას შემდეგ არჩევნებამდე ნაკლები დანაკარგებით მიიყვანდა.

"ეს არ მოხერხდა და ისევ გრძელდება არაფორმალური მართვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ვითარების მთელ სიმძიმეზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42