მივმართავ პრეზიდენტს და პარლამენტს მაქსიმალურად დაჩქარდეს ნდობის გამოცხადება - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 15:22, 29 Apr, 2015     1745

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს, - ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს მხოლოდ იმ უწყებებში დანიშნავს, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს პრემიერი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გუნდი, ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, ერთიანია.

„მოახლოებულია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის რიგის სამიტი, EBRD-ის წლიური შეხვედრა, სადაც ჩამოდის 1500-ზე მეტი ბიზნესმენი, 63 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, 20 ფინანსთა მინისტრი, 15 ეკონომიკის მინისტრი, მათ შორის არიან რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, EBRD-ის პრეზიდენტი, ბორდის წევრები და ა.შ. ასევე, ახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ღია მმართველობის სამიტის ჩატარება თბილისში“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელმაც საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა მოტივირებულია, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიღწევები და იმედოვნებს, რომ პროგრესი ობიექტურად დაფასდება.

იმ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, რომ სამიტთან დაკავშირებით, მომავალ კვირას მინისტრთა კაბინეტის წევრების უმნიშვნელოვანესი ვიზიტები იგეგმება, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართა თხოვნით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარე კვირას დასრულდეს.

„პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - დაჩქარდეს რეფორმები, შედეგები გახდეს უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისთანავე, მთავრობის პირველსავე სხდომაზე გავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის და პროკურატურის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რათა პროცესი არ შეფერხდეს.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას და პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ლევან ყიფიანს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება სპორტის განვითარებისთვის გამოსაყენებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42