„ტერმინი კრიზისი არამგონია ზუსტად ასახავდეს რეალობას, არ გამოვრიცხავ რომ ეს არის სტრატეგიის ნაწილი, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევისათვის. მომავალ წელს ამ დროს პარლამენტის წევრთა უმრავლესობას ეცოდინება, რომ ისინი მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდის სიაში ვერ მოხვდებიან, ამიტომ ნაწყენი მეოცნებენი მთავრობის მიმართ ნაკლებ ლოიალურები იქნებიან. ამდენად მცდელობა იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნების გზაზე რაც კი უსიამოვნება შეიძლება შეხვედროდა დროულად იქნას თავიდან არიდებული და დაიტოვონ კიდევ საკმარისი რესურსი მომავალ შემოდგომამდე, რომ უმტკივნეულოდ შეცვალონ კიდევ 6 მინისტრი ახალი მთავრობიდან, რაც ხელს გაუხსნის საკადრო მანიპულირებისათვის.“- აცხადებს ცისკარიშვილი.
ექსპერტის აზრით, აუცილებლობა იმისა, რომ ღარიბაშვილი მაინცდამაინც ახლა შეიცვალოს, მმართველ გუნდს არ აქვს. თუმცა, მისი გადაყენების თემა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჟღერდეს:
„მომგებიანობა იმ სქემისა რასაც ქართული ოცნება ახორციელებს ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ ამჟამად პრემიერის ცვლილებას არ ველოდები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ოჯახის მონატრების თემა შეიძლება გაჟღერდეს ნებისმიერ დროს, არანაირი აუცილებლობა ამ არგუმენტების დაჩქარებისა არ არსებობს.“- აღნიშნავს ექსპერტი.
მედიაში გავრცელებულ მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით ღარიბაშვილის გუნდის კალაძის გუნდით ჩანაცვლება ხდება, ცისკარიშვილი არ ეთანხმება:
„მალდინის თუ ჩამოიყვანს იტალიიდან მივესალმებით, სხვა რა გუნდი გააჩნია კალაძეს ჩემთვის უცნობია. შევჩენკო მაინც ჩამოვიყვანოთ უკრაინელი ფეხბურთელი... ბევრით ნოლს რომ გვიგებს უკრაინა გადაბირებული პოლიტიკოსების სქემაში.“- აცხადებე სოსო ცისკარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






