არანაირი დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილთან - ვიცეპრემიერი
პოლიტიკა - 15:17, 29 Apr, 2015     1119

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მთავრობაში განხორციელებულ მოვლენებს ეხმაურება.

მინისტრის განმარტებით, მას არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია არც ლევან ყიფიანთან და არც ირაკლი ღარიბაშვილთან. კალაძე ვერც მინისტრთა ცვლილებაში ხედავს რაიმე განსაკუთრებულს და მიიჩნევრ რომ ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. მისი თქმით, გუნდში დაპირისპირების არსებობა ოპონენტების სურვილია. ის პრემიერმინისტრის ახალკანდიდატურას არ განიხილავს.

„არანაირი დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ლევან ყიფიანთან. მე ძალიან კარგად მესმის, გარკვეულ ჯგუფებს, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ გუნდში იყოს დაპირისპირება. ჩვენ გვყავს პრემიერმინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი“ - აღნიშნა კახი კალაძემ.

კალაძის თქმით, აჟიოტაჟისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მან პარალელი ძველ ხელისუფლებასთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსგავსი ცვლილებებისა, მაშინ არ იყო ვალდებულება, რომ პარლამენტს, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი დაემტკიცებინა.

„ის პროცესები, რაც ხდება, ვფიქრობ, ყველაფერი ჯანსაღია. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ამაში რაღაც გასაკვირი, გასაოცარი არაფერი ხდება. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ადრეც ხდებოდა მინისტრების შეცვლა. დღესაც ხდება და მომავალშიც იქნება. ეს გარდაუვალია.

ყიფიანმა ძალიან ვრცელი განცხადება გააკეთა. ვფიქრობ, რომ კითხვები არ არსებობს. გულწრფელად გეუბნებით, არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს...თუ გავიხსენებთ წინა ხელისუფლების დროს, სამ თვეში ერთხელ ხდებოდა მინისტრების ცვლილება, მაგრამ მაშინ არ იყო ვალდებულება, რომ პარლამენტს, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი დაემტკიცებინა. დღეს სრულიად განსხვავებული რეალობა გვაქვს და ამის გამოა ეს რაღაც აჟიოტაჟი“ - განმარტა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა დღეს თანამდებობა დატოვა, პარლამენტმა მთავრობას ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს.


რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42