პრემიერ-მინსტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლევან ყიფიანის გადადგომის გამო გული დაწყდა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია ბატონი ლევან ყიფიანის წასვლა. მე მასთან მქონდა საუბარი. ასევე მქონდა საუბარი ჩვენს თანაგუნდელებთან, პარლამენტის წევრებთან. ყველა რესურსი გამოვიყენეთ, რომ მომხდარიყო მათი პოზიციების შეჯერება, მაგრამ სამწუხაროდ ამის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ყიფიანმა ერთი თვის წინ მომმართა გადადგომის თხოვნით, მაგრამ მე მაშინ არ დავაკმაყოფილე მისი მოთხოვნა. დღეს მან გადაწყვიტა, რომ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მიღება. მე მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გაწეული სამსახურისათვის და წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა თანამდებობა დღეს დატოვა. მან გადაგომის მიზეზად სპორტის კომიტეტის წევრებთან დაპირისპირება დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები






