უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა რეფორმები და მთავრობის გადახალისება აუცილებელია.
ამის შესახებ მიროტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური გუნდის გადახალისება უნდა მოხდეს.
„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, საქართველოს უნდა ჰყავდეს ახალი მთავრობა. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ქვეყანას აქვს საჭიროა ახალი პერსონების ჩართვა აღმასრულებელი ხლეისუფლების საკვანძო პოზიციებზე. ზოგადად გუნდის გადახალისების პროცესი დადებითი პროცესია. ხარვეზები არის რა თქმა უნდა, თუმცა არიან წარმატებული მინისტრებიც. ხარვაზებია ეკონომიკის ნაწილში. რაც შეეხება მთავრობის მომავალ წევრებს, დარწმუნებული ვარ ამ საკითხზე იქნება კონსულტაციები პარლამენტთან და იქნება შეჯერებული პოზიციები. ჩვენ გვჭირდება ძალიან სწრაფი რეფორმები, ვგულისხმობ ეკონომიკურ მიმართულებას. ვფიქრობ, საჭიროა ეკონომიკური გუნდის გადახალისება“, - ამბობს მიროტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






