უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს.
ამის შესახემ საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„100 პროცენტიანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი იქნება. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ჯერჯერობით არ ვიცი შეიცვლებიან თუ არა. არ ვიცი, რას გეგმავს პრემიერი“ - განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც მეშვიდე გადადგარი მინისტრია. მინისტრთა კაბინეტში სულ 20 წევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. რაც შეეხება პროცედურებს, პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ, ხოლო მინისტრობის კანდიდატურები პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ. პარალამენტმა ახალ შემადგენლობას წარდგენიდან შვიდ დღეში უნდა უყაროს კენჭი.
მასალის გამოყენების პირობები






