ექსპერტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ ახალი მთავრობის დამტკიცების პროცესში პრეზიდენტი მხოლოდ პრემიერის კანდიდატურის ნომინირებაშია ჩართული. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ალაფიშვილი აღნიშნავს, ამის შემდეგ პრემიერის კანდიდატურა აირჩევს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და ადგენს სამთავრობო პროგრამას.
„ამ შემთხვევაში სანამ პარლამენტი არ გამოუცხადებს ნდობას ახალ სამთავრობო პროგრამას და გუნდს, მანამდე არსებული მთავრობის შემაგდნელობა აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას. ყველა მინისტრი, პრემიერის ჩათვლით, უფლებამოსილების მოვალეობის შემსრულებელია. რაც შეეხება პროცედურებას, ეს სამ ნაწილიანია ე.წ. ნომინირების ეტაპი. პირველ ეტაპზე სუბიექტი არის პრეზიდენტი უმრავლესობასთან ერთად და ნომინირება ამ შემთხვევაში შეეხება პრემიერს. შემდგომ არის მეორე ეტაპი, სადაც პრეზიდენტი ჩართული აღარ არის, მაგრამ ჩართულია მის მიერ ნომინირებული პრემიერობის კანდიდატი. სწორედ ეს კანდიდატი შეადგენს სამთავრობო გუნდს და პროგრამას, რომელსაც მხარდასაჭერად პარლამენტს წარუდგენს. მესამე უკვე მხარდაჭერის ეტაპია, რომელიც პარლამენტში წარიმართება. შესაბამისად ნდობის მოპოვების საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა პარლამენტშია. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მხოლოდ პრემიერის კანდიდატურის ნომინირებაშია ჩართულია. შემდგომ მინისტრების შემადგენლობის შერჩევა პრემიერის კანდიდატურის კომპეტენციაა“, - განაცხადა ალაფიშვილმა.
ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც მეშვიდე გადადგარი მინისტრია. მინისტრთა კაბინეტში სულ 20 წევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.
მასალის გამოყენების პირობები






