საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ნუგზარ წიკლაური მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავება და ექსტრადირება მოსთხოვა. მუგზარ წიკლაურის განმარტებით, ეს მოთხოვნა საქართველოს იმიჯს აზიანებს, ამიტომ უნდა შეწყდეს მსგავსი მოთხოვნების გაგზავნა სხვა ქვეყნებთან.
„უკვე სამარცხვინო ხდება ქართული სახელმწიფოს მხრიდან და საქართველოს პრესტიჟის დამაზიანებელი ასეთი განცხადებების გაკეთება. პრაქტიკულად ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან საქართველოს აქვს კონფლიქტი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნა თუ რამეს აკეთებს, არის ის რომ აზიანებს ქვეყნის პრესტიჟს. ხოლო გადმოცემა არ მოხდება არც აზერბაიჯანის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ოდნავ მაინც აქვს საკუთარი ქვეყნის პატივისცემა" - განაცხადა წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტიკური მიზნით სამართლებრივ მექანიზმების გამოყენებასთან.
„საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებ შეწყვიტოს ასეთი მოთხოვნების გაგზავნა, რომელიც უკიდურესად აზიანებს ჩვენს ქვეყანას" - განაცხადა წიკლაურმა.
შეხგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ექსპრეზიდენტისა და მთავრობის ყოფილი მეთაურების ფორუმის დასასწრებად გუშინ ჩავიდა, რასთან დაკავშრებითაც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს ექსპრეზიდენტის დაკავება მოსთხოვა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადაციის დაკავშირებით კი აზერბაიჯანის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






