სპორტის მინისტრის მოადგილეს ნუგზარ კევლიშვილ ლევან ყიფიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
რაც შეეხება სპორტტის კომიტეტის პრეტენზიებს, კევლიშვილი ამბობს, რომ პრეტენზიები უსამართლოა.
„მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, სადაც დახურულ კარს მიღმა გადაწყდა, რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს. ამ გადაწყვეტილებამდე კი ყიფიანმა გუშინ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ განიხილებოდა და ის პოსტზე რჩებოდა.
როგორც ცნობილია, ყიფიანის საქმიანობით უკმაყოფილოა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი. გუშინ კომიტეტის 11-მა წევრმა უმრავლესობიდან საქართველოს პრემიერმინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






