აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, მომსახურების სააგენტომ შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს უკანონოს შემოტანილი მობილური ტელეფონები უსასყიდულოდ გადასცა.
„2013 წლის 26 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულია საქართველოს ტერიოტორიაზე უკანონოდ შემოტანილი 80 ცალი მობილური ტელეფონი - “Iphone 5”270 და ერთი ცალი პლანშეტური კომპიუტერი „IPAD”271.
80 ცალი მობილური ტელეფონიდან 63 ერთეული უსასყიდლოდ გადაცემულია სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის272 : ფინანსთა სამინისტროსათვის 19 ცალი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის 20 ცალი; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 20 ცალი; მომსახურების სააგენტოსათვის 2 ცალი; ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურისათვის 2 ცალი, ხოლო დარჩენილი 17 ერთეული რეალიზებულია სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით (ერთეულის ღირებულება 1,000 ლარი) ისე, რომ მობილური ტელეფონები არ გასულა ინტერნეტ- აუქციონზე“, - ნათქვამია დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები






