აუდიტის სამსახური მომსახურების სააგენტოს რესტორანში გაწეული ხარჯების გამო ედავება
პოლიტიკა - 10:46, 29 Apr, 2015     1215

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში სარესტორნო მომსახურებაზე სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების უმრავლესობა.

„მაგალითად, 2012-2013 წლებში სამჯერ აღინიშნა სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებ პორტალის (www.eauction.ge) იუბილე და ფურშეტისა და სადილის მოწყობაზე გახარჯულია 13.8 ათასი ლარი.

სააგენტოს 2012 წლის სამი კვარტლის გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით, სააგენტოსა და შპს ,,მრავალძალს“ შორის 2012 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით24 40 კაცზე წვეულების ორგანიზებისათვის გახარჯულია 1,608 ლარი, ხოლო 2012 წლის სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, 2012 წლის 20 დეკემბერს შპს ,,სენატთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 25, წვეულების ორგანიზებისა და სარესტორნო მომსახურებისათვის გახარჯულია 6,489 ლარი26. ამ უკანასკნელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წვეულებაში მონაწილეთა რაოდენობაც კი არ არის განსაზღვრული. სულ ორივე შემთხევაში გახარჯულია 8,097 ლარი.

ქ.ფოთში სააგენტოს სავაჭრო ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრებისათვის გამართული ოფიციალური სადილის ღირებულებამ სააგენტოსა და შპს ,,იმერეთი 2011“-ს შორის 2013 წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შეადგინა 792 ლარი. წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის მითითებული სტუმართა რაოდენობა. მომსახურების მიწოდების ადგილია ზესტაფონის რაიონი სოფელი ძირულა. შპს ,,დი ფონ“-თან 2013 წლის 1 და 16 ოქტომბრს გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ებს შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ გამართული ოფიციალური სადილისა და სააგენტოს დადამღვის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით გამართული ოფიციალური ვახშამის ღირებულის სახით სარესტორნო მომსახურებაზე გახარჯულია სულ 1,178 ლარი. უნდა აღინიშნოს რომ დღემდე სააგენტოში დადამღვის სამსახური შექმნილი არ არის. ორივე შემთხვევაში მომსახურების მიწოდების ადგილია: დუშეთის რაიონი, სოფ. აბანოსხევი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელია მოწვეულ სტუმართა იდენტიფიცირება, ზოგ შემთხვევაში სტუმართა რაოდენობა, ასევე დაუსაბუთებელია მნიშვნელოვანი სარესტორნო ხარჯების გაწევის მიზანშეწონილობა.

მიზანშეწონილი იქნება სააგენტომ სარესტორნო მომსახურება განახორციელოს სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კერძოდ ხარჯის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებთან ერთად, შესაბამის დოკუმენტში ასახოს სარესტორნო მომსახურების მიზნობრიობა და მოწვეულ სტუმართა რაოდენობა“, - ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42