"ღარიბაშვილის მთავრობა დამთავრდა, ივანიშვილმა საკუთარი პირმშოს დაცვა ვეღარ შეძლო"
სოც.მედია - 10:34, 29 Apr, 2015     14130

ლევან ყიფიანის გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათ მოახერხეს ღარიბაშვილის მთავრობის უნიათობის გამოაშკარავება.

„და აჰა, ჩვენი მოთხოვნა შესრულდა. ჩვენ კონკრეტული მაგალითებით მოვახერხეთ ღარიბაშვილის მთავრობის სრული უნიათობის, კლანურობის, კორუმპირებულობის გამოაშკარავება, რაც 21 მარტს თავისუფლების მოედანზე ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა. სურათი იმდენად ცხადი გახდა და პროტესტი იმდენად მზარდი, რომ ივანიშვილმა ვეღარ შეძლო საკუთარი პირმშოს დაცვა. ღარიბაშვილის მთავრობა დამთავრდა. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ცდილობს, მორჩილი მთავრობის ახალი, პირად დაცვით- ქართული ვერსია დაამკვიდროს და ამიტომ ახლა უმნიშვნელოვანესია, პასუხისმგებლობიან დეპუტატთა ერთობამ არ მისცეს მას ამის საშუალება პარლამენტში, რათა შედეგად მივიღოთ პროფესიონალთაგან შემდგარი ტექნიკური მთავრობა, რომელიც გადადგამს პირველად ანტიკრიზისულ ნაბიჯებს, მოაწესრიგებს საარჩევნო კანონმდებლობას, შექმნის კონკურენტულ საარჩევნო გარემოს და მიიყვანს ქვეყანას არჩევნებამდე, რომლის შედეგადაც ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოცილდება ხელისუფლებას. აი მიზანი. მიღწევადია? უნდა ვიმუშაოთ და გამოჩნდება.“- წერს გივი თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42