მთავრობის ადმინისტრაციაში ლევან ყიფიანის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ მივია სოფლის მეურნეობის მინისტრი. მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ლევან ყიფიანის გადადგომის შესახებ კომენტარს არ აკეთებს არც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
გავრცელებული ინფორმაციით გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, სადაც დახურულ კარს მიღმა გადაწყდა, რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს. ამ გადაწყვეტილებამდე კი ყიფიანმა გუშინ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ განიხილებოდა და ის პოსტზე რჩებოდა.
როგორც ცნობილია, ყიფიანის საქმიანობით უკმაყოფილოა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი. გუშინ კომიტეტის 11-მა წევრმა უმრავლესობიდან საქართველოს პრემიერმინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






