ამერიკის პრეზიდენტი 12 თებერვალს, კონგრესში ერისადმი ყოველწლიური მიმართვით გამოვა
მსოფლიო - 23:17, 11 Feb, 2013     730
- ამის შესახებ სტატიას ,,ამერიკის ხმა’’ აქვეყნებს.

პრეზიდენტი, თავის გამოსვლაში დამატებით დეტალებს წარმოადგენს მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

 

დღის წესრიგშია ამერიკის საემიგრაციო სისტემის რეფორმირება, თუმცა ამ საკითხს ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ რესპუბლიკელი კანონმდებლებიც.  მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის მიმართვის პასუხად, რესპუბლიკური პარტიიდან სენატორი მარკო რუბიო შეფასებებს პრეზიდენტის სიტყვის დასრულებისთანავე გააკეთებს.

 

„ამერიკელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება კანონიერი საემიგრაციო სისტემა, რომელიც სინამდვილეში იმუშავებს.  ეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ სისტემა რომელიც ახლა მოქმედებს, არ შეესატყვისება 21-ე საუკუნის მოთხოვნილებებს.“

 

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა  ასევე შეეცდება ხაზი გაუსხვას მისი ადმინისტრაციის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებას იარაღთან დაკავშირებული ძალადობის აღსაკვეთად.  თუმცა უმთავრესი ყურადღება პრეზიდენტის სიტყვაში დაეთმობა ამერიკის ეკონომიკურ მდგომარეობას.  დემოკრატებს მდიდარ ამერიკელებზე დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაუქმება ან შემცირება სწადიათ, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს.  რესპუბლიკელები ამ ზომას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ საგადასახადო შეღავათების შეკვეცების ნაცვლად, პრეზიდენტის გამოსვლაში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების შესახებ უნდა მოისმინონ ინიციატივები.

ამ ფონზე, საინტერესოა თუ რას ელის თავად მოსახლეობა.  ამერიკაში შტატები, რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მომხრეებად იყოფა, ტრადიციულად.  ტეხასის შტატში, ბარაკ ობამამ ხმების ყველაზე მცირე რაოდნეობა მიიღო. ტეხასი ბოლო რამდენიმე ათწლეულია რესპუბლიკური მიდგომებისკენ იხრება.  სწორედ ამ შტატში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ საარჩევნო კოლეგიის 38 ხმა მიიღო.  ახლა, არჩევნების შემდეგ დემოკრატი პრეზიდენტის  პირველი სყოველთაო მიმართვის მოლოდინში ტეხასის რესპუბლიკელი და დემოკრატი ამომრჩეველი მართლაც იმედოვნებს, რომ პოლიტიკური კინკლაობა ჩაცხრება და ამ პროცესს თავად პრეზიდენტი დაუდებს სათავეს.

 

ტეხასის რეზიდენტი: „მინდა უფრო მეტი კონსენსუსი ვიხილო  პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის.  მინდა ჩემი ქვეყანა განვითარდეს და დაპირისპირება დასრულდეს.“

 

12 თებერვალს, პრეზიდენტ ობამას გამოსვლას ამერიკასა და მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაადევნებს თვალს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42