,,თუ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებში შედის, ევროპის ნაწილად ქცევა, ცხადია ეს სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე უნდა განხორციელდეს. ამ ოჯახში ჩვენი ხალხის მენტალურ ინტეგრაციას კი აფერხებს მეზობელი ფედერაციის ინტერესები და ამ ინტერესებიდან წარმოებული აგრესიული პოლიტიკა.
განათლება ერთერთი უმნიევნელოვანესი ქვესისტემაა, რომელიც სახელმწიფოს განვითარებაზე გავლენას ახდენს.
თუ ჩვენი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების, ინტეგრაცია და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინ ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლება არის საფრთხე.
ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოში, ევროპული ენის ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ენის, რომლის საშუალებითაც ჩვენი ხალხი დამახინჯებულ ისტორიას ეცნობა და რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალული ტელეარხები პროპაგანდისთვის იყენებენ.
ამიტომაც "შერიგების მინისტრო",
რუსული ენის სწავლება საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში ცუდია!“ - წერს მუხრან ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






