უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ პრემიერისგან ფინანსურ საკითხებზე მხარდაჭერა მიიღო
პოლიტიკა - 18:15, 28 Apr, 2015     944

დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. გვენეტაძის განცხადებით, პრემიერთან საუბარი ძირითადად სასამართლო რეფორმებს და ფინანსურ საკითხებს შეეხებოდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა რომ, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, მან პრემიერისგან მხარდაჭერა მიიღო.

„პრემიერთან ვისაუბრეთ ძირითადად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ის კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა მთავრობაში, არის კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, მასში არის ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები, საერთო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან დაკავშირებით. ასევე, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით გავცვალეთ პოზიციები.

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიმართვა პრემიერისთვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სასამართლოს გამჭირვალობას, შენობის გაფართოებას. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, სასამართლოს ხელმისაწვდომობის საკითხებზე, მოსამართლეთა გადატვირთულობაზე, დარბაზების სიმცირეზე და ა.შ. დაისახა რიგი პერსპექტივები, რაც მომავალ შეხვედრაზე დაკონკრეტდება.

დავსვით საკითხები მოსამართლეთა რიცხვის გაზრდის შესახებ. ვისაუბრეთ მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფაზე და კომპენსაციის საკითხებზე. ძალიან სასიხარულოა ჩემთვისაც, ზოგადად მოსამართლეთა კორპუსისთვის, რომ მისი მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა გვენეტაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42