ბაჩუკი ქარდავა: ევროატლანტიკური ფორუმი არის წყალგამყოფი რუსულ და დასავლურ არჩევანს შორის
პოლიტიკა - 17:40, 28 Apr, 2015     2124
დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროატლანტიკური ფორუმის კონფერენცია გაიმართა, სადაც ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობა და საკითხის ირგვლივ კომპლექსური მიდგომის საჭიროება გახლდათ.ღონისძიება საქართველოში რუმინეთის საელჩოს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის თანაორგანიზებით ჩატარდა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს რუმინეთის ელჩმა საქართველოში - დიმიტრუ ბადეამ, უილიამ ლაჰიუმ, ევროატლანტიკურ ფორუმის დამფუძნებლემა ბაჩუკი ქარდავამ, თორენიკე შარაშენიძემ, ირაკლი კობიძემ.ბაჩუკი ქარდავას თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშრებით არც ერთ ადამიანს და ორგანიზაციას არ გააჩნია კითხვის ნიშანი, გარდა იმ დაჯგუფებებისა, რომლებიც რუსეთიდან იკვებებიან პოლიტიკურად და მორალურად.ბაჩუკი ქარდავამ მადლობა გადაუხადა დიპლომტიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან. ქარდავამ ევროატლანტიკური ფორუმის დაფუძნების მიზნებზე ისაუბრა.,,ეს კონფერენცია არ არის რაღაც პროცესის რეზუმირება, არამედ არის გარკვეული პროცესის დასაწყისი. ევროატლანტიკური ფორუმი, ეს ორგანიზაცია სულ რაღაც 3-4 თვეა რაც დაფუძნდა და მისი მიზანი, ქვეყნის დასავლური კურსის განვითარების ხელშეწყობაა. ჩვენი მიზანი იყო, ამ საკითხის გარშემო სხვადასვხა შეხედულების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები დავმსხდარიყავით ერთად და დაგვეწყო საუბარი, დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია თუნდაც ერთი ძალიან პრინციპული საკითხზე, რომლის გარშემოც ჩვენ შორის განსხვავებები არ ასრებობს გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებიც ჩრდილოეთიდან იკვებებიან პოლიტიკურად და შეიძლება მორალურადაც და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აწარმოებენ საკმაოდ აგრესიულ პროპაგანდას ქართული სახელმწიფოს დასავლური კურსით განვითარების კუთხით. დასავლური კურსის შეჩერება - ფაქტიურად ქართული სახელმწიფოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქმიანობაა" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ევროატლანტიკური მიმართულებით საკუთარი არჩევანი მკაფიოდ გამოხატა და ამას ადასტურებს არაერთი კვლევა, თუმცა როგორც ქარდავამ აღნიშნა, ამ გზაზე სწრაფი ტემპით სვლა დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ხელისუფლბაზე, დიდწილად საზოგადოებაზე და მის აქტიურობაზე.,,დასავლური მიმართულება და ნატოში ინტეგრაცია არ არის ხელისუფლების პრეროგატივა ან რამოდენიმე თუ არა ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის რაღაც მონოპოლია, ამ საკითხში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები, ასევე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ის ფაქტი, რომ ამ მიმართულებით ბევრს არ მოსწონს ჩვენი ტემპი, გარკვეულწილად დამოკიდებულია არა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და ხშირ შემთხვევაში არა ხლისუფლებაზე, თუმცა არც უმაგისობაა, არამედ დიდწილად დამოკიდებულია იმაზეც თუ რამდენად აქტიურია საზოგადოება და რამდენად ვემზადებით ჩვენ იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და რომ საზოგადოებაში გარკვეული მენტალური ცვლილებები მოხდეს. ამ ცვლილებების გარეშე, ნატოს წევრობა პრინციპში უტოპიაა" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება დიდი ფორუმის დასაწყისი, სადაც მისი თქმით, ყველა დააფიქსირებთ ერთიან პოზიციას და ,,გავაჩენთ წყალგამყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ჩრდილოეთს შორის.“ - დასძინა ქარდავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42