პრემიერი ლარის კურსის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს არის რეგიონში მიმდინარე მოვლენების და მასთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში 3,1% შეადგინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,
„ეს არის მართლაც გამონაკლისი. გადახედეთ რეგიონში მიმდინარე სიტუაციას. ეს ჩვენი ეფექტური მინისტრების დამსახურებაა. მაგალითად, შავლიაშვილი, რომლის უწყებამ პირველ კვარტალში გეგმის 107%-იანი შესრულება აჩვენა. ეს არის სხვა სამინისტროების დამსახურებაც. ძალიან კარგად იმუშავა ფინანსთა სამინისტრომ. ასე რომ ზრდა არის და გვაქვს სტაბილური მონაცემები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






