პრემიერი ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ გარემოს დაცვის მინისტრის წასვლის გამო გული დაწყდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხოკრიშვილი ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური და წესიერი ადამიანია.
„მართლა გული დამწყდა, რომ ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ჰქონდა საპატიო მიზეზი და ეს მიზეზი რის ის, რომ მისი ოჯახი გერმანიაში ცხოვრობს. ვინაიდან ოჯახი ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია, ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა. მინდა, ბატონ ელგუჯას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ელგუჯა ხოკრიშვილის შეცმვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მინისტრად ბიძინა გიორგობიანი ინიშნება, პრემიერი არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






