სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ დღეს გამართულ კონფერენციას მნიშვნელოვნად აფასებს ევროატლანტიკური ფორუმის წევრი, ექსპერტი ირაკლი კობიძე. როგორც ექსპერტი „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნავს, ანტიდასავლურ გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელია რომ საზოგადოებრივიო კონსოლიდაცია მოხდეს.
„ევროატლანტიკურმა ფორუმმა, დღევანდელი შეხვედრა გადავწყვიტეთ იმისთვის, რომ ბოლო პერიოდში მომძლავრდა ანტიდასავლური პროპაგანდის გამწევი ორგანიზაციები. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ 1992 წლიდან როგორც ქვეყანამ დავაფიქსირეთ მისწრაფება ნატოს და ევროკავშირის მიმართულების და მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, ჩვენს ქვეყანას აღიარებული რეფორმების გამო 2011 წელს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. აუცილებელია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რადგან სწორედ ამ ანტიდასავლურ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ჩვენ ყველას ვთავაზობთ ერთიანობის იდეას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ბრძოლის ირგვლივ. ჩვენ, ევროატლანტიკურმა ფორუმმა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და რუმინეთის საელჩოს დახმარებით, ვითავეთ ამ ძალების კონსოლიდაცია და ცოტა ფორმალური ხასიათიც შევძინეთ, უახლოეს მომავალში ამ ერთიანობის გამომხატველი რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი, რომელსაც იმედია განვახორციელებთ“- განაცხადა ირაკლი კობიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






