გახსნილი რუსეთი ჩაკეტილი ევროპის საპირწონედ - საქართველოსთვის საკმაოდ დიდი რისკია - ლაგაზიძე
პოლიტიკა - 15:56, 28 Apr, 2015     2535


ექსპერტის ხათუნა ლაგაზიძის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი 2016 წლის არჩევნების წინ საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის გააუქმებას აპირებს. როგორც ექსპერტმა "ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა, გახსნილი რუსეთი ჩაკეტილი ევროპის ფონზე, საქართველოსთვის საკმაოდ დიდი რისკს წარმოადგენს.

„თუ ჩვენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ, ამ შემთხვევაში რუსეთმა თუნდაც გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ეს იმდენად არ იქნება მტკივნეული და დამანგრეველი ქართული სოციუმისთვის, ხოლო თუ ჩვენ მხოლოდ რუსეთი გაგვიხსნის გზას და გააუქმებს სავიზო რეჟიმს, ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი იქნება რეალურად კვლავ მოწყვეტილი ევროპულ ცივილიზაციას. გასაგებია ის რომ დავუშვათ ევროკავშრთან და ნატოსთან ინტეგრაცია დროში გადაიდო, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოების აბსოლიტურმა უმრავლესობამ არ იცის რეალურად რა არის ევროპა, ან ამერიკა, მათ არ ქონიათ საშუალება რეალური ყოფა ენახათ სტატისტიკური ევროპელის. სტატისტიკური ქართველის უმრავლესობისთვის, უცნობია როგორია სტატისტიკური ევროპელის ცხოვრება, ანუ რა არის ის რისთვისაც საქართველო 25 წელია სისხლს ღვრის, ოფლს ღვრის და ამხელა რისკების და დარტყმების ქვეშ არის რუსეთის მხრიდან. უპირველესად სწორედ ამისთვის არის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საჭირო, რომ თითოეულ ქართველს ჰქონდეს შანსი ნახოს ის რეალობა რისთვისაც ის ამდენი წელია იბრძვის და თუ ეს სივრცე მისთვის კვლავ ჩაკეტილი იქნება და მხოლოდ ელიტებისთვის დარჩება ხელმისაწვდომი და ამავდროულად გაიხსნება რუსული სივრცე, იმ ფონზე როცა საქართველო ფაქტობრივად ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება რუსეთთან, რაც უპირველესად ნიშნავს იმას რომ რუსეთმა ფაქტობრივად საინფორმაციო სივრცე გადაფარა საქართველოსი და მიდის პირდაპირი პროპაგანდა და ამავდროულად კიდევ მეორე უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისი, რომ ეკონომიკური ბერკეტებით, პრეფერენციებით და ბენეფიტებით ცდილობს რუსეთი საქართველოს გადაფარვას და საზოგადოების განწყობის თავისკენ შებრუნებას, ამ ფონზე გახსნილი რუსეთი - ჩაკეტილი ევროპის საპირწონედ საკმაოდ დიდი რისკია“ - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით, დღევანდელი უმთავრესი გამოწვევა არის ეკონომიკა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა კი საკმაოდ დიდი პერსპექტივაა ჩვენი ქვეყნისთვის.

„დღეს მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა. ევროკავშრთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა ამ ქვეყანას მისცა ისეთი პერსპექტივა, რომელიც არ ჰქონია არასდროს, ეს არის გასაოცარი - რატომ არ ლაპარაკობს ხელისუფლება ამაზე? ხელისუფლება, რომელსაც საყვედურობენ ყოველ დღე, რომ ეკონომიკა გაუმართავია, ლარის კურსი ეცემა და ა.შ. მას ამხელა ბერკეტი აქვს ხელში და არსად არ აჟღერებს. იკვრება სამკუთხედი, რომლის ცენტრშიც არის საქართველო, მეორე წვერი - ევროკავშრის ბაზარი, სადაც საქართველოს შეუძლია საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანოს პროდუქცია და მესამე - აღმოსავლეთის ქვეყნები. საქართველოში წესით უნდა დაიწყოს ინვესტიციების ბუმი, აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩინეთი, ირანი, თურქეთი, იაპონია, ყოფილი საბჭოთა შუა აზიის რესპუბლიკები და ასე შემდეგ, მათთვის ყველათვის საქართველო ხდება ინვესტიციებისთვის საოცრად მომხიბვლელი ბაზარი, იმიტომ რომ სამკუთხედის ამ წვერის გავლით, მოხდეს მათი მიერ ჩადებული ფულით საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანა ევროკავშირში. ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სასწრაფოდ და ამ ქვეყნებთან უნდა გაფორმდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. ამას თავისთავად გააჩნია პლიუსები და მინუსები, თუმცა ყოველივე ეს უნდა შევისწავლოთ. საქართველო შესაძლოა იქცეს ისეთ ქვეყანად, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძვის, ხოლო ის, თუ რატომ არ აკეთებს მთავრობა ამას რთული სათქმელია - ან არ შეუძლიათ და მათი პროფესიონალიზმი ვერ წვდება ამდენს, ან აკეთებენ და ხალხამდე ვერ მოდის. ორივე შემთხვევაშ საქმე გვაქვს პროფესიონალიზმის და გამოცდილების ნაკლებობასთან“ - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42