კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას პოლიტიკურმა საზოგადოებამ - პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე
პოლიტიკა - 15:18, 28 Apr, 2015     971

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდება.

შეხვედრა მთავარი თემა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა.

როგორც შეხვედრის დაწყებისას, პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის ნების საფუძველზე იქმნება და ფორმირდება. მისი თქმით, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრა წინა შეხვედრების დროს დაიგეგმა, რაც, მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი შეხვედრების რეჟიმში ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომელმაც უნდა შექმნას შესაძლებლობა უფრო დემოკრატიული, პლურალისტური საზოგადოების შექმნისა. საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ ველს შევქმნით და ის წინ გადადგმული ნაბიჯია. საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის ნების საფუძველზე იქმნება, იცვლება და ფორმირდება“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას და პლურალისტურ პოლიტიკური გარემოს უზრუნველსაყოფად ისეთი სისტემა უნდა შექმნას, რომელიც საქართველოში ნამდვილ ევროპულ სათამაშო ველს შექმნის. როდესაც პარლამენტი დაკომპლექტებული იქნება ძლიერი, სტაბილური ძალების და არა - ერთი და ორი პოლიტიკური ძალის მიერ.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის ასევე, სახელმიწფოებრივად მნიშვნელობის და რანგის თემაა ის ინტერესი, რაც პოლიტიკურ პარტიებს ამ მიმართულებით გააჩნიათ.

„მივესალმები ჩვენს შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იქითკენ, რომ რეალურად უზრუნველვყოთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, იმ სისტემების შეცვლა, რომელიც საქართველოში პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42