საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს საქართველოს მთავრობა ხელებაწეული ხვდება. როგორ დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, თავის დამშვიდება იმის გამო რომ რუსეთის მიმართ დადებითი გრძნობების მქონე ადამიანების რიცხვი მცირეა არ შეიძლება, რადგან 1921 წელს სწორედ უმცირესობამ განახორციელა დიქტატი უმრავლესობაზე და საქართველო თავისი ნების წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გახდა. შაშკინის თქმით რუსეთის მხრიდან საქართველოს ექსპანსია რამდენიმე სფეროში, მათ შორის განათლების, ენერგო და იდეოლოგიურ სექტორში მიმდინარეობს:
„ის რომ ბოროტების იმპერიის მთელი ყურადღება უკრაინზეა გადატანილი და ის ახორციელებს უკრაინის სამხედრო ინტერვენციას, არ ნიშნავს იმას რომ საქართველოს არის უსაფრთხოდ, რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ერთადერთი გამოსავალი ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სამწუხაროდ, ახალ საფრთხეებს, რომელიც მოდის რუსეთიდან ჩვენი მთავრობა ხელებ აწეული ხვდება, ეს არის განათლების ექსპანსია, ეს არის ახალი გზის დაღესტანის მეშვეობით მშენებლობა, ეს არის ენერგო სექტორში რუსული ექსპანსია რომელიც ახლა ხორციელდება საქართველოში - ყოველივე ეს, ერთად ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნითვის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დისკუსიები რომელიც განახლდა ნატოსთან დაკავშირებით, იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და აქტიური , რადგან რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განახორციელოს იდეოლოგიური ექსპანსიაც. სამწუხაროდ , მართალია ცოტა, მაგრამ მაინც არის ისეთი ხალხი, რომლებსაც რაღაც გრძნობები გააჩნია რუსეთის მიმართ, რაც ძალიან საშიშია , ვინაიდან 1921 წელს ჩვენ ზუსტად ასე დავკარგეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, როდესაც უმცირესობამ განახორციელა დიქტატი უმრავლესობაზე და ჩვენ ჩვენი ნების წინააღმდეგ გავხდით საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი.“- აცხადებს დიმიტრი შაშკინი, რომელმაც დღეს სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ ევროატლანტიკური ფორუმის პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა,
კონფერენციაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იღებდნენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები






