საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანი მიროტაძეს, ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. ის ვარაუდობს, რომ ხოკრიშვილის გადაყენების გადაწყვეტილება პრემიერმა მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო მიიღო:
„არ მჯერა იმ ვერსიის რომ მას უნდა ოჯახთან ერთად ცხოვრება, მჯერა იმ ვერსიის, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. ჩემი ვარაუდი არის ის, რომ ალბათ ის ვერ ასრულებდა ჯეროვნად მასზე დაკისრებულ მოვალეობას.“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.
დეპუტატის თქმით, ალბათობა იმის, რომ მთავრობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდეს მაღალია, ამასთანავე მიროტაძე პრემიერს აფრთხილებს, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურს პარლამენტთან უფრო მეტი კონსულტაცია დასჭირდება:
„იმის ალბათობა, რომ ჩვენ ახალი შემადგენლობის განხილვა დაგვჭირდეს არის მაღალი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. მაგრამ აქ იქნება ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მთავრობის მეთაურს დასჭირდება უფრო მეტი კონსულტაცია პარლამენტთან“- აღნიშნავს ანი მიროტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






