„შემდეგი დანელია იქნება რომელსაც, გაახსენდება, რომ სახლში უთო დარჩა ჩართული“
სოც.მედია - 14:01, 28 Apr, 2015     2351

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ შემდეგი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იქნება.

ამის შესახებ თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ელგუჯა ხოკრიშვილი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის კლანის კორუფციული სქემის კიდევ ერთი რგოლია. სქემისა, რომელიც ჩვენ გამოვააშკარავეთ და ვაიძულეთ ივანიშვილი, ეს კლანი ხელისუფლებას ჩამოაშოროს. ხოკრიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრიც იყო, გარემოს დაცვის სამინისტროში კი ის ბუღალტერიც გაიყოლა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დიდი თანხის კერძო ანგარიშებზე გადარიცხვის გამოა დაკავებული და წყლის კომპანიის ხელმძღვანელი, ჯანყარაშვილის უახლოესი ძმაკაცი ცაბუტაშვილიც.

სწორად წყლის კომპანია აერთიანებს ამ კორუფციულ სქემაში მთავრობაში დარჩენილ ღარიბაშვილის უკანასკნელ კადრს, სოფლის მეურნეობის მინისტრ დანელიასაც, რომელიც ღარიბაშვილთან ჯერ კიდევ შსს-ში მუშაობდა. იდეა ის იყო, რომ წყლის ყველა კომპანიის - თბილისის წყლის, საქართველოს წყლის და მელიორაციის გაერთიანება მომხდარიყო. როდესაც მიხვდნენ, რომ თბილისის წყალს მის მფობელს ვერანაირი ზეწოლით ვერ "აახევდნენ", მთლიანი სფეროს გაკონტროლებისთვის ძალები გაანაწილეს: საქართველოს წყალში ცაბუტაშვილის კაცი დატოვეს, თავად კი გარემოს დაცვის სამინისტროში ხოკრიშვილთან ერთად გადაიყვანეს წყლის რესურსებზე ლიცენზიების კონტროლისთვის; სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანელია გადაიყვანეს მელიორაციის სისტემის საკონტროლებლად; შექმნეს წყლის რესურსების სახელმწიფო კომისია, რომლის ხელმძღვანელიც თავად ღარიბაშვილი გახდა. თუნდაც მხოლოდ მელიორაციის "მიღწევებისადმი" მიძღვნილი გრძელი კლიპის თითო სატელევიზიო სარეკლამო ბლოკში გასვლის სიხშირეს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რა თანხები იხსნება ამ სფეროში. ამდენად, ბუნებრივი იქნება, რომ წყლის კომისიის თავმჯდომარის, წყაროს თავზე მჯდომი, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მთავრობის მოღვაწეობას ამ სქემის ბოლო მინისტრის, დანელიას წასვლა დაასრულებს, რომელსაც, ალბათ, გაახსენდება, რომ სახლში უთო დარჩა ჩართული და სამინისტროს მოადგილეს, უჩა მამაცაშვილის დის ქმარს დაუტოვებს. და შესრულდება ჩვენი პირობა - უნიათოთა მთავრობა შეწყვეტს არსებობას“, - წერს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42