როგორც თორნიკე შარაშენიძე „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, შიდა პოლიტიკურ საკითხებთან განსხვავებული დამოკიდებულებების არსებობის მიუხედავად, საზოგადოების წარმომადგენლებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა იმ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება უნდა შეძლონ, რასაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია
„ჩვენი შეხვედრის უმთავრესი მიზანია დეკლარაციის მიღება, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა წარმოდგენილი ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია ითანამშრომლებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული დამოკიდებულებები შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ მიზნის გარშემო, რომელსაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. მნიშვნელოვანია ამ საკითხის ირგვლივ, ყველა პარტიამ საერთო პოზიცია დააფიქსიროს.“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






