ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, იმისდა მიუხედავად, რომ ელგუჯა ხოკრიშვილ ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედეგიანობით გამოირჩეოდა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე სრულიად გაუგებარი მიზეზით აღმოჩნდა. მისი თქმით ხოკრიშვილს ამ თანამდებობაზე არც შესაბამისი მხარდაჭერა ქონდა მთავრობისგან და არც საფუძველი, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო,
როგორც სოსო ცისკარიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნავს ქვეყანაში სამწუხარო პრაქტიკა დამკვიდრდა, ადამიანები მაღალი თანამდებობიდან ისე მიდიან, რომ რეალური მიზეზები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება:
„სამწუხარო პრაქტიკა დამკვიდრდა ქვეყანაში და ალბათ ამის მიზეზი სრულიად უმეცარი საკადრო პოლიტიკა გახლავთ, ისე მიდის ხალხი თანამდებობებიდან, თითქოსდა საკუთარი სურვილით, რომ არც მიზეზი სახელდება, არც ვინმეს აქვს რაიმე საწინააღმდეგო მათ მიმართ, წასვლის წინა დღესაც ყველას თვლიან წარმატებულად და შედეგიანად, რა ხდება რეალურად ეს საზოგადოებისთვის უცნობია და შესაბამისი საფუძვლები ნებისმიერი ჭორისა, ძნელად უკუსაგდებია, ბატონი მინისტრი გამოირჩეოდა თავისი შედეგიანობით ჯერ კიდევ წინა თანამდებობაზე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილე იყო, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მისი ევროპული გამოცდილება და მაღალი პასუხისმგებლობა ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, ხოლო მას შემდეგ რაც იგი ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით აღმოჩნდა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე, როგორც ჩანს მას არც შესაბამისი მხარდაჭერა ქონდა მთავრობისგან და არც საფუძველი, რომ აქ თავი კომფორტულად ეგრძნო, მაშინ როცა ბუნების და გარემოს მიმართ მთლიანად დღევანდელი ხელისუფლების მაღალი შტოების დამოკიდებულება არც თუ სოლიდარულია.“- აცხადებს სოსოს ცისკარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






