„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომა ინფრასტრუქტურის მინისტრად ყოფნის პერიოდში მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ხოკრიშვილის მიზეზი გადადგომასთან დაკავშირებით არარეალურია.
„ხოკრიშვილი იყო ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრი და არის მაღალი ალბათობა, რომ ამ საქმიანობასაც უკავშირდებოდეს მისი გადადგომა. შესაძლოა, მის საქმიანობასთან დაკშვირებით რაღაც კითხვები არსებობდა. ამას ვარაუდის საფუძველზე ვამბობ, მაგრამ ის მიზეზი, რაც ხოკრიშვილმა განაცხადა რთულად დასაჯერებლია. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში მინისტრების გადადგომა პრემიერის წასვლით დასრულდება. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ღარიბაშვილის გარემოცვის შესუსტება მიმდინარეობს.
„რეალურად ღარიბაშვილის დროს დანიშნულ ადამიანებს, იგივე ძალოვან სტურქტურებში, საშუალო რგოლზეც ათავისუფლებენ. ღარიბაშვილის უშუალო გარემოცვის შესუსტება ხდება და საბოლოოს ეს ყველაფერი მისი თანამდებობიდან წასვლით დასრულდება“, - აცხადებს პეტრიაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი იმ მინისტრებსა ასახელებს, ვინც საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებენ და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობამ მათი გადადგომის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„პოტენციური კანდიდატი ბევრია. თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები.. ისინი საკუთარ მოვალეობას ვერ უმკვალდებიან. რაც მალე მიიღებს გადაწყვეტილებას მათი გადაყენების შესახებ მით უკეთესი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






