ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ნდობის ლიმიტი ამოწურა - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 13:10, 28 Apr, 2015     1777

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტში ერთი გუნდის მეორე გუნდით ჩანაცვლება მიმდინარეობს. როგორც ჩიხრაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა მომავალი შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპათიით და ერთგულებით შერჩეული ადამიანებისგან დაკომპლექტდება:

„არსებობდა მოლოდინი და საუბრები იმის შესახებ, რომ ხოკრიშვილიც იმ ადამიანთა სიაშ აღმოჩნდებოდა, ვინც თითქოს თავიანთი სურვილით დატოვეს თანამდებობა. ფაქტია რომ ეს გუნდის შიგნით ჩანაცვლების ეგიდით ხდება. აშკარად ერთი შემადგენლობა ტოვებს ასპარეზს და მეორე შემოდის, როგორც ჩანს ეს შემადგენლობა იქნება ბიძინა ივანიშვილის არათუ პირადი სიმპათიით შერჩეული ადამიანებით დაკომპლექტებული, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით შერჩეული მთავრობა გვეყოლება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მეშვიდე მინისტრიც გამოჩნდეს და მოხდეს მთავრობის სრული შემადგენლობის გადახალისება. ამ წუთში პირდაპირ ვერ დავასახელებ ვინ შეიძლება იყოს მეშვიდე, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება, თუ ზაფხულში არა, შემოდგომაზე აუცილებლად.

აშკარაა ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, ეს აშკარად იგრძნობა, არ ვიცი კონკრეტულად ვინ იქნება მისი შემცვლელი - იქნება ეს 20/30-დან, თუ ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, თუმცა ფაქტია რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ნდობის ლიმიტი ამოწურა. ძალიან ცუდია როდესაც ერთი ადამიანის ნება სურვილითა და განწყობებით იმართება ქვეყანა. ივანიშვილი დიდი სიამოვნებით ჩაანაცვლებდა მარგველაშვილსაც, უბრალოდ პრეზიდენტი სხვა პროცედურით არის არჩეული, რაც მას თავისთავად იცავს.

საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნდობა რეალურად აღარ არსებობს და თუ ხელისუფლებას აქვს იმის შეგრძნება რომ საზოგადოება მას ენდობა, ეს არის თავის მოტყუება. საკმაოდ უცნაური ვითარებაა, ხელისუფლებაში შესაძლოა საზოგადოება ენდობა კონკრეტულ წარმომადგენლებს, მაგალითად სერგეენკო, კვირიკაშვილი, თუმცა მთავრობას ერთიანად არ ენდობა. საქმე ისაა რომ, ის ვინც საზოგადოებამ აირჩია, ანუ ბიძინა ივანიშვილი - სადღაც სრულიად გაურკვევლად წავიდა, მას არ გააჩნია ოფიციალური პასუხისმგებლობა, იქ სადაც არის. თუმცა ის ყველაფერში ერევა, ამ შემთხვევაშ საზოგადოებამ ისიც არ იცის, ვის უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა. დასახელდა ღარიბაშვილი, თუმცა კვირაობით ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას და ყველა პროცესი ამის ირგვლივ ეწყობა.“- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42