ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მთავრობაში განხორციელებულ კიდევ ერთ ცვლილებას ეხმაურება, როგორც ექსპერტი „ნიუპოსტთა“ საუბარში აცხადებს მინისტრთა კაბინეტი ღარიბაშვილის კადრებისგან თავისუფლდება:
„მინისტრთა კაბინეტი თავისუფლდება ღარიბაშვილის კადრებისგან, ეს ნათელი იყო პირველი ტალღის დაწყებისთანავე - როდესაც ღარიბაშვილის გუნდის წევრების მოხსნა დაიწყეს სხვადასხვა სტრუქტურაში. მისი დანიშნული კადრები ერთბაშად გათავისუფლდა მისივე ეკონომიკური საბჭოდან. მაშინვე ვამბობდით, რომ ეს ღარიბაშილის დელეგიტიმაცია იყო, მას საკადრო საკითხებში თავიდანვე მიეცა კარტბლანში - ბიძინა ივანიშვილისგან და როგორც ჩანს მან იმედები ვერ გაამართლა, შესაბამისად დღეს ჩვენ ღარიბაშვილის დელეგიმიტაციის ბოლო პროცესის მომსწრენი ვართ. ვეჭვობ პრემიერ მინისტრის გადადგომასაც მალე ვიხილავთ, ამ ეტაპისთის რთული სათქმელია როგორ მოხდება, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ქვეყანას მართავდეს პრემიერ მინისტრი რომელსაც ხელიდან გამოაცალეს ყველა კადრი.“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეშვიდე მინისტრიც გადადგება, მთავრობას მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნის პრობლემა არ ექნება.
მასალის გამოყენების პირობები






