კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის ორგანიზება იგეგმება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს.
2015 წლის 13-15 მაისს საქართველო ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი ხდება. თბილისი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრას და ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი დაესწრება. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს, წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები გააშუქებენ.
მასალის გამოყენების პირობები






