მერია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს იწყებს
პოლიტიკა - 12:28, 28 Apr, 2015     1138

თბილისის მერია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებს. მოლაპარაკებებზე მერია ხელშეკრულებაში 4 ძირითადი ცვლილების შეტანის საკითხს დააყენებს: 1. შეეზღუდოს „სითი პარკს“ ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არასწორად გაჩერებული მანქანა მოძრაობას ხელს არ უშლის. კომპანიას ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ იგი მოძრაობას შეაფერხებს; 2. შეიცვალოს შემოსავლების უთანასწორო განაწილების წესი, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქს შემოსავალს აკარგვინებდა. აღნიშნული ცვლილება თბილისის ბიუჯეტს დამატებით თანხებს გაუჩენს, რითაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდება; 3. შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, რაც ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, თბილისის მერია აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთათვის დედაქალაქში პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით; 4. გაუქმდეს ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც წლების განმავლობაში „სითი პარკს“ პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აღნიშნული ცვლილება ბაზარზე სხვა კომპანიების გაჩენის შესაძლებლობას შექმნის, კონკურენტული გარემო კი აღნიშნულ სფეროში სერვისს გააუმჯობესებს.

რაც შეეხება კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტას, უწყების ინფორმაციით ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მერიას კოლოსალური ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ხელშეკრულების შესწავლის შემდეგ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - „Ernst & Young“-მაც დაადასტურა. ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერიას „სითი პარკისთვის“ არანაკლებ 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხრივ კი, არ იზარალოს ქალაქმა, თბილისის მერია უახლოეს დღეებში კომპანიასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ხოლო მიღწეულ შეთანხმებებს გაასაჯაროებს. ვინაიდან საკითხი დელიკატურია, თბილისის მერია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში. დედაქალაქის მერია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისელთა ინტერესი სახეცვლილ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42