"განსხვავებული აზრის უპატივცემულობა"- NGO-ების შეფასება ივანიშვილის განცხადებებზე
პოლიტიკა - 12:14, 28 Apr, 2015     1371
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადაცემა "კვირის 20/30" -ში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. NGO- ების ერთობლივ განცხადებას "ნიუპორტი" უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში "კვირის 20/30" ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ. ყოფილი პრემიერმინისტრი აგრძელებს განცხადებათა სერიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. იგი, მართალია, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს ადანაშაულებს ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობაში, მაგრამ განცხადების სულისკვეთება მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცება დაუსაბუთებელია, მან შესაძლოა, წაახალისოს სხვა პირები, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოიყენონ იგივე რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და, ამდენად, შეაფერხონ აქტიური სამოქალაქო ჩართულობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესებში. როგორც ეს უკვე ვნახეთ, ყოფილი პრემიერის მსგავს განცხადებებს ხშირად მოჰყვება ხოლმე დაუსაბუთებელი ბრალდებები პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მხრიდან. ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს არა საქმიან კრიტიკას, რომელსაც სიამოვნებით მოვისმენდით, არამედ განსხვავებული აზრის უპატივცემულობას. ასეთი მიდგომა ადგილს არ ტოვებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანისთვის - ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სისტემურ პრობლემებზე მივმართოთ საზოგადოების ყურადღება. ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, დაემთხვეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოსაზრებას, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მიკერძოებულობას. ასე რომ იყოს, მოგვიწევდა უარი გვეთქვა იმ კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვახორციელებდით. ასეთ ინიციტივებს შორის უნდა ვახსენოთ კამპანიის „ეს შენ გეხება“ პირველი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. დასანანია, რომ ამის ახსნა გვიწევს. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ყოფილი პრემიერის განცხადებები არ იქნება აღქმული მითითებად და ისინი, კანონისა და დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად, იქონიებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას."- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ათეულოიბით ორგანიზაცია აწერს.

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) 2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 4. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI) 5. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 6. ადამიანის უფლებათა ცენტრი 7. იდენტობა 8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) 9. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 10. მწვანე ალტერნატივა 11.საქართველოს სასოფლო დარბაზი 12. მედიის ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN): 13. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია 14. ასოციაცია „სპექტრი“ 15. ასოციაცია ,,დეა" 16. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი17. საზოგადოება „ბილიკი“ 18. სტეფანწმიდა 19. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი 20. ნაბიჯი ხარაგაული 21. Step Forward 22. კავშირი "სპექტრი" 23. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი 24. ჩვენ–ჯანსაღი მომავლისათვის 25. რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს–ცენტრი 26.ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი 27. დემოკრატ მესხთა კავშირი 28. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი 29. რეგიონის განვითარების ცენტრი 30. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42