უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა პოლიტიკისგან ძალიან შორს უნდა იყოს.
ამის შესახებ მან იუსტიციის სახლში განაცხადა, სადაც ამ წუთებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
"პროკურატურა ძალიან შორს უნდა იყოს პოლიტიკისგან. ამ მხრივ პარლამენტის უშუალო კონტროლი და ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში არ არის სწორი. ნებისმიერი ფორმით პროკურატურის პოლიტიზირება ქვეყანაში გამოიწვევს ძალიან ცუდ ეფექტს", - განაცხადა ფოფხაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე პროკურატურის რეფორმირების საკითხები განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები






