"იყო პრეზიდენტისთვის ადგილის მიჩენის მცდელობა"- მარგველაშვილი დუმილს არღვევს
პოლიტიკა - 10:12, 28 Apr, 2015     4282
გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „მაესტროს ცხრიანში“ ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა და საკუთარი გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობის თავიდან არიდებას დაუკავშირა. პრეზიდენტის თქმით ის კრიტიკისადმი ღიაა, თუმცა, ისეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რომელიც მას შეურაცხყოფას მიაყენებს, როგორც პიროვნებას და უარს ათქმევინებს მის ვალდებულებებზე.

მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მეთოდური მცდელობა და მისი უკანა პლანზე გადაყვანა ხორციელდება.

„ამ თემას აქვს თავის წარსული, რომელიც ჩემი განცხადებებია. ბევრად უფრო მეტად შიგნით ვამბობდი, ვიდრე საჯაროდ, რომ ამ რეზიდენციაში უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო. ვფიქრობ, მაშინ ვსაუბრობდი როგორც განათლების მინისტრი და ძალიან მინდოდა, ეს პროექტი განხორციელებულიყო. თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ბევრი თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა. მათ შორის რანაირად მოეწყობოდა დროებითი საცხოვრებელი ფართი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად შეიცვალა გარემო, რომელიც ჩემთვის უცნაური იყო. დავინახე, რომ მეთოდური მცდელობა ხორციელდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებისა და მისი უკანა პლანზე გადაყვანის. დავინახე, რომ რეზიდენციის თემა და ჩემი სამუშაო ადგილის თემა ძალიან დაუკავშირდა ამას და იმედი მქონდა, ეს მოგვარდებოდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, როცა მან ბოლო მომენტში დაინახა, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედება და ეს მოხდა 2014 წლის 22 თებერვალს, პარლამენტში მისი გამოსვლისას.

„პარლამენტში ჩემ გამოსვლაზე დასწრებასთან დაკავშირებით, მთავრობამ უარი განაცხადა. ეს იყო ჩემთვის სიგნალი და მივხვდი, როდესაც დავბრუნდები იქ, სადაც ვმუშაობდი, რეალურად საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას პრობლემა შეექმნება-თქო. რა თქმა უნდა, უკან ნაბიჯის გადადგმა რთული იყო, რადგან ერთხელ უკვე ნათქვამი მქონდა, მაგრამ უკან ნაბიჯის წაღება მომიწია. ეს გასაკეთებელი და საჩვენებელი იყო, რომ პრეზიდენტს ადგილს ასე ვერ მიუჩენენ! ამის შემდეგ ოფიციალურად უარი ვთქვი სხვა რეზიდენციებზე და არა მხოლოდ ათონელზე, არამედ აჭარაშიც“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

მარგველაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ „პრეზიდენტისთვის ადგილის მიჩენის მცდელობაც იყო“.

„ამის მერე, გადასვლაზე აღარასოდეს მიფიქრია მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველამ ნათლად გაიგო, რომ ამ ქვეყანში პრეზიდენტს ადგილს მიუჩენენ, ეტყვიან, შენ დაჯექი აქ და როდესაც ამას დაუჯერებ, მერე იმას გააკეთებ, რასაც გეტყვითო. ბუნებრივია, ამაზე თანახმა არ ვიყავი, მე რომ ეს გამეკეთებინა, რთულ ვითარებას მივიღებდით არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ქვეყანა. წარმოიდგინეთ, უცხოეთში მიდიხართ და გეკითხებიან, თქვენ საიდან ხართ? საქართველოდან, სადაც ავტორიტეტულმა ფიგურამ პრეზიდენტს ადგილი მიუთითაო? ან პრეზიდენტის მიმართ რა დამოკიდებულება იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან? საერთაშორისო კონტექსტს თავი დავანებოთ. როცა ადგილს საქართველოს პრეზიდენტს მიუთითებენ და ის იქ დაჯდება, ხვალ თქვენ რომ მიგითითონ ადგილი, რა დაგიცავთ? გეტყვიან, პრეზიდენტი კარგად გვემორჩილება და სადაც ვეუბნებით, იქ ჯდებაო. ეს არის პრეზიდენტის იმიჯის დაცვა და სამწუხაროდ, დაპირისპირება აქვს გამოცხადებული. ეს არის მოქალაქეების დაცვაც“, - დასძინა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა კონსტიტუციურ უფლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.

„ეს სუპერ სასახლე არ არის და მზად ვარ, რომ ყველას ვუმასპინძლო. ძალიან კარგად ვაჩვენებ, რომ მე არ ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მაგრამ ძალთა ბალანსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ ხელისუფლებას რომ აძლიერებ, სხვა შტოებიც ძლიერდება. პრეზიდენტის ინსტიტუტს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ თავისი წარმომადგენლობითი ვალდებულებები ადეკვატურად განახორციელოს და კი არ უნდა შევზღუდოთ, რადგან შენ მინისტრებს არ ნიშნავ, ორ ოთახში შედი და იქ იჯექიო, არამედ პირიქით, იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს, პრეზიდენტს ძალთა ბალანსითა და დემოკრატიულობის კუთხით მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ. ჩემი უკან დახევის საშიშროება არ იქნებოდა ჩემი დისკრედიტაცია როგორც პოლიტიკური ფიგურის, ან ადამიანის, არამედ ეს იქნებოდა სახელმწიფოებრიობის შერყევა. პრეზიდენტი, რომელიც ყურით დაყავთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ვალდებულებებს ვერ განახორციელებს. ღია ვარ ვიყო გაკრიტიკებული, თუმცა, ისეთ ნაბიჯს ნამდვილად ვერ გადავდგამ, რომელიც შეურაცხყოფას მომაყენებს, როგორც პიროვნებას და ვალდებუბელებზე უარს მათქმევინებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42