საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება, დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას და საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს ალექსანდრე კვიტაშვილს დღეს პირველად შეხვდა.
დავით სერგეენკომ და ალექსანდრე კვიტაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სისხლიანი შეტაკებებისა და საომარი მოქმედებების შემდეგ მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებასაც, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ საქართველოს ჯანდაცვის უწყებას მადლობა გადაუხადა.
სერგეენკოს უწყება მზად არის, რომ უკრაინას, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებითა და სხვა სამედიცინო საშუალებებით ისევ დაეხმაროს.
ხვალ დავით სერგეენკო კიევში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, სადაც მონაწილეებმა უკრაინის მეგობარი ქვეყნებისგან განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროექტები უნდა შეაჯამონ.
მასალის გამოყენების პირობები






